ტერორიზმი

ქაბულში ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა მიკროავტობუსში თავი აიფეთქა, რასაც 14 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები.

BBC-ის ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა ნეპალის მოქალაქეა. ისინი მიკროავტობუსით კანადის საელჩოში მიდიოდნენ, სადაც დაცვად მუშაობდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.

ავღანეთში ბოლო ორი თვის განმავლობაში ორი ტერორისტული თავდასხმა მოხდა - ერთი თვის წინ თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულთან ახლოს ავტობუსში თავი აიფეთქა, ივნისში კი თავდასხმა განხორციელდა ღაზნიში სასამართლოს შენობაზე. ორივე შემთხვევაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო, რომელმაც მიზეზად ექვსი პატიმრის სიკვდილით დასჯის გამო შურისძიება დაასახელა.

კომენტარები