ვიზალიბერალიზაცია

მოგერინი ვიზალიბერალიზაციაზე: ახლა ყველაფერი ნიდერლანდების ხელშია

0 კომენტარი
ფოტო: blogs.ft.com

ევროკავშირის 28- ვე წევრი ქვეყნის წარმომადგენელმა ერთხმად აღიარა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა პირობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ეს საკითხი უნდა შეიტანონ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. ამის შესახებ განცხადება ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გააკეთა.

"ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების ჭრილში, ჩვენ განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა ნათლად გამოხატა საკუთარი პოზიცია, რომ საქართველომ ყველა პირობა შეასრულა. ახლა ყველაფერი თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების ხელშია, რომელმაც საკითხი ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა უახლოეს სხდომაზე უნდა გაიტანოს.” - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები