მილიონი ხე

მერია: ამ დროისთვის 569 000 ხეა დარგული, დახარჯულია 1 626 000 ლარი

მერია

ბოლო მონაცემებით, პროექტ მილიონი ხის ფარგლებში თბილისის მერიას 569 000 ხე აქვს დარგული. როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, ამისთვის 1 626 000 ლარი დაიხარჯა. შესაბამისად ერთი ხის ღირებულება 2 ლარსა და 85 თეთრს შეადგენს.

მილიონი ხის დარგვა დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირება იყო.

ტაბულამ დღეს ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალის გასწვრივ დარგული ხეები გადაიღო, რომელთა დიდი ნაწილი გამხმარია. 

იმის გასარკვევად, ვის ევალება დარგული ხეების მოვლა-პატრონობა და რა ღონისძიებების გატარებას აპირებს მერია, ტაბულა უწყებასთან დაკავშირებას ცდილობს. 

კომენტარები