NATO-რუსეთის ურთიერთობა

პუტინი: NATO-ს აგრესიულ ქმედებებს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებით უნდა ვუპასუხოთ

telegraph.co.uk

ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვრებთან NATO-ს აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ, რუსეთმა საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს.

პუტინის თქმით, დასავლეთს არ სურს რუსეთთან ერთად კოლექტიური უსაფრთხოების თანამედროვე, ბლოკგარეშე სისტემის შექმნა.

„რუსეთი ამ მნიშვნელოვან საკითხზე დისკუსიებისთვის მზად არის და არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა დიალოგისთვის. მაგრამ, როგორც მეორე მსოფლიო ომამდე, ასევე დღესაც, ვერ ვხედავთ საპასუხო დადებით რეაქციას. პირიქით, NATO აძლიერებს საკუთარ აგრესიულ რიტორიკასა და აგრესიულ ქმედებებს ჩვენს საზღვრებთან. ასეთ პირობებში ვალდებულები ვართ, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ იმ ამოცანების შესრულებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას უკავშირდება“,- თქვა პუტინმა.

კომენტარები