რიოს ოლიმპიადა 2016

ბრაზილიაში ოლიმპიური ცეცხლის ანთების ცერემონიისას იაგუარი მოკლეს

AFP

ბრაზილიაში, ოლიმპიური ჩირაღდნის ანთების ცერემონიისას იაგუარი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, იაგუარმა მწვრთნელისგან გაქცევა მოახერხა და ჯარისკაცზე თავდასხმა სცადა.

თავდაპირველად, იაგუარს 4 ტრანკვილიზატორი ესროლეს, თუმცა მისი შეჩერება ვერ შეძლეს. შემდეგ კი, ის ჯარისკაცმა იარაღით მოკლა.

იაგუარი სამხედროებმა სპეციალურად ამ ცერემონიისთვის ამაზონის ზოოპარკიდან გამოიყვანეს.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია (PETA). ისინი ცხოველის ცერემონიაზე გამოყვანის გადაწყვეტილების შესახებ პასუხს ითხოვენ.

"როდის ვისწავლით, რომ ველური ცხოველების ტყვეობაში ყოფნა და მათი იძულება, გააკეთონ ის, რაც ჩვენ გვსურს, ხშირ შემთხვევაში მათთვის საშიში და მტკივნეულია" - აღნიშნულია PETA-ს განცხადებაში.

ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები აღიარებენ, რომ ცხოველის გამოყვანის გადაწყვეტილება შეცდომა იყო.

კომენტარები