23 ივნისს, თბილისის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

23 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, საბურთალის, დიდგორის და ჩუღურეთის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის და მაისურაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, აბუსერიძე-ტბელის და გუდარეხის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, ნავთლუღის დასახლების III ჩიხის, გუმათჰესის, რაზიკაშვილის და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, მოლითის, ახალდაბის, ბჟოლეთის და რომელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის, ვაშლიჯვრის დასახლების, 26 მაისის მოედნის, კოსტავას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჩხეიძის, აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები