ინსტაგრამი

Instagram-ს მალე ავტომატური თარგმნის ფუნქცია დაემატება

Facebook-ის კუთვნილი კომპანია Instagram-ის ინფორმაციით, აპლიკაცია ბიოგრაფიებს, კომენტარებსა და ფოტოს სათაურებს მალე ავტომატურად, მომხმარებლის მშობლიურ ენაზე გადათარგმნის.

"Instagram-ის მომხმარებელთა რიცხვი იმაზე უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ველოდით. მოხარული ვართ, რომ თქვენ მალე გექნებათ შესაძლებლობა, გაიგოთ ყველა ამბავი მიუხედავად იმისა, რა ენაზე მეტყველებთ", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

სხვადასხვა ენა აპლიკაციას ეტაპობრივად დაემატება.

 

კომენტარები