ტელეკომპანია იმედი

ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურს ნანა ლეჟავა უხელმძღვანელებს

ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი შეიცვალა. ქრონიკის მიერ გავრცელებული იფნორმაციით, საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, მაია თაბაგარი, არხის დირექტორის კონსულტანტის თანამდებობაზე გადადის, მის თანამდებობას კი ნანა ლეჟავა დაიკავებს.

ქრონიკის წამყვანის, თეა სიჭინავას განცხადებით, ეს საკადრო ცვლილება დღეს გახდა ცნობილი და ფაქტი საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, შესაბამისად, გაჩნდა დამატებითი კითხვები, რომელზეც საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები პასუხებს ელოდებიან.

კომენტარები