Brexit

დევიდ კამერონი პოსტს დატოვებს

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი პოსტს დატოვებს. განცხადება ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

კამერონის თქმით, ის ოქტომბრამდე გადადგება.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე 6 წლის განმავლობაში მუშაობა. ბრიტანელებმა ევროკავშირიდან გამოსვლას დაუჭირეს მხარი, მათ სურვილს პატივი უნდა ვცეთ. ბრიტანელი ხალხის სურვილი არის ინსტრუქცია, რომელიც უნდა შესრულდეს. ბრიტანეთი ევროკავშირის გარეშეც გადარჩება, მიუხედავად რეფერენდუმის შედეგებისა, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა ძლიერი და სტაბილურია", - განაცხადა კამერონმა.

დევიდ კამერონი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო და ამას აქტიურად ლობირებდა.

როგორც ცნობილია, რეფერენდუმის მონაწილეთა 51.9%-მა გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, შესაბამისად, 48.1%-მა დარჩენას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები