Brexit

BREXIT-ის გამო ოქროს ღირებულებამ გასული ორი წლის მაქსიმუმს მიაღწია

REUTERS

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, ისტორიული რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებისთანავე ოქროს ღირებულება საერთაშორისო ბაზრებზე 8.1%-ით უნციაზე $1,360-მდე გაიზარდა, რაც გასული ორი წლის მაქსიმუმს წარმოადგენს. BREXIT-ის გამო გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებით 31 წლიან მინიმუმზე დაეცა, ამჟამად ერთი ფუნტის ღირებულება 1.358 დოლარს შეადგენს.

ოქროს ფასის ზრდა გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია, ინვესტორებმა მათ ხელთ არსებული ფუნტების გაყიდვა დაიწყეს, არსებულ ვითარებაში კი ოქრო მათთვის უსაფრთხო ინვესტიციას წარმოადგენდა. ოქროს მსგასად ინვესტორებმა მათ ხელთ არსებული ფუნტები იაპონურ იენებზეც გადაცვალეს, რის გამოც იენის ღირებულება დოლართან მიმართებით 3.7%-ით გაიზარდა.

BREXIT-ის შედეგები გლობალურ ბაზრებზე ასე გამოიყურება:

  • გირვანქა სტერლინგი 11%-ით გაუფასურდა და ის 1985 წლის მინიმუმზეა
  • S&P 500-ის ინდექსი 5.1%-ით შემცირდა
  • ლონდონის FTSE 100-ის ინდექსი 9%-ით შემცირდა
  • ოქროს ღირებულება 8.1%-ით, უნციაზე $1,358.54-მდე გაიზარდა
  • იენი დოლართან 3.7%-ით გაიზარდა
  • ბარელი ნავთობის ფასი 5%-ით $47-მდე შემცირდა
  • პოლონური ზლოტი 1993 წლის მინიმუმამდე შემცირდა
  • სამხრეთ აფრიკული რანდი 7%-ით გაუფასურდა

გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებით (გასული თვე) 

კომენტარები