Brexit

BREXIT-ის გამო ლარი დოლართან მიმართებით 2.28-ზე ივაჭრება

Bloomberg.com

24 ივნისის Bloomberg-ის სავალუტო აუქციონზე ვაჭრობა ლარისთვის მკვეთრი გაუფასურებით დაიწყო, რისი მიზეზიც სავარაუდოდ დიდი ბრიტანეთის ისტროიული რეფერენდუმის შედეგებია. ვაჭრობის დაწყებისას დოლართან მიმართებით ლარის ღირებულება 2.23-ს შეადგენდა, ახლა კი ის 2.27-28-ის ფარგლებში ივაჭრება. გაუფასურება რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებისთანავე დაიწყო. 23 ივნისის კურსით ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3.26 ლარი ღირდა, ახლა კი ის 3.16-მდე შემცირდა.

BREXIT-ის გამო გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებით 31 წლიან მინიმუმზე დაეცა, ამჟამად ერთი ფუნტის ღირებულება 1.358 დოლარს შეადგენს. ბარელი ნავთობის ფასი 5%-ით $47-მდე შემცირდა, ოქროს ფასი კი 8.1%-ით ბოლო ორი წლის რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა.

BREXIT-ის შედეგები გლობალურ ბაზრებზე ასე გამოიყურება:

  • გირვანქა სტერლინგი 11%-ით გაუფასურდა და ის 1985 წლის მინიმუმზეა
  • S&P 500-ის ინდექსი 5.1%-ით შემცირდა
  • ლონდონის FTSE 100-ის ინდექსი 9%-ით შემცირდა
  • ოქროს ღირებულება 8.1%-ით, უნციაზე $1,358.54-მდე გაიზარდა
  • იენი დოლართან 3.7%-ით გაიზარდა
  • ბარელი ნავთობის ფასი 5%-ით $47-მდე შემცირდა
  • პოლონური ზლოტი 1993 წლის მინიმუმამდე შემცირდა
  • სამხრეთ აფრიკული რანდი 7%-ით გაუფასურდა

 

კომენტარები