Brexit

შოტლანდიის პირველი მინისტრი: ჩვენი ადგილი ევროკავშირშია

0 კომენტარი
ნიკოლა სტარჯენი ფოტო: Getty Images

ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგს შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯენიც გამოეხმაურა. მისი თქმით, შოტლანდია საკუთარ მომავალს მხოლოდ ევროკავშირის შემადგენლობაში ხედავს.

"შოტლანდიამ ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას მისცა ხმა. ეს არის ჩვენი ცალსახა მესიჯი. მივესალმები შოტლანდიელი ხალხის მიერ ჩვენი ევროპული სტატუსის დადასტურებას", - აღნიშნა სტარჯენმა.

აღსანიშნავია, რომ სტარჯენი აცხადებდა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან შოტლანდიის გასვლის საწინდარიც კი გახდეს.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას შოტლანდიის მოსახლეობის 62 %-მა დაუჭირა მხარი.

რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა ირლანდიის ნაციონალისტური პარტია Sinn Féin (ჩვენ თვითონ). მისმა ლიდერმა დეკლან კერნიმ ჩრდილოეთ ირლანდიას ირლანდიის რესპუბლიკასთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რეფერენდუმის შედეგი აუცილებლად შეცვლის პოლიტიკურ სიტუაციას ჩრდილოეთ ირლანდიაში.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას ჩრდილოეთ ირლანდიის 56 %-მა დაუჭირა მხარი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები