არჩევნები 2016

"უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება" - თავისუფალი დემოკრატების სლოგანი

facebook.com/alasaniairakli

"უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება" - ეს სლოგანი აირჩია წინასაარცევნოდ პარტია თავისუფალმა დემოკრატებმა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ პარტია მოსახლეობას სწორედ უკეთეს ეკონომიკას და უკეთეს ცხოვრებას პირდება. 

თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო შტაბის უფროსი გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ თავისუფალ დემოკრატებს მოსახლეობისთვის გამარჯვების შემთხვევაში უკეთესი ეკონომიკსა და უკეთესი ცხოვრების მოტანა შეუძლიათ. 

”ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ უკეთეს ცხოვრებასაც და უკეთეს ეკონომიკასაც, ჩვენი გზავნილიც სწორედ ეს არის. ჩვენს გუნდს აქვს ზუსტი ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყნის ეკონომიკა უძრაობიდან და როგორ შევთავაზოთ ჩვენს თანამოქალაქეებს უკეთესი ცხოვრება, ისეთი როგორსაც ისინი იმსახურებენ." - ამბობს ცაგარეიშვილი.

კომენტარები