პანორამა თბილისი

„ერთად“ და Save Europe’s Heritage მთავრობასა და „მარიოტს“ ღია წერილებით მიმართავენ

სამოქალაქო გაერთიანება „ერთად" და ორგანიზაცია Save Europe's Heritage პროექტ „პანორამა თბილისთან" დაკავიშირებით საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ. წერილში, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით დაიწერა, „პანორამა თბილისი" გაკრიტიკებულია და მოცემულია არგუმენტები, რომელთა მიხედვით, ეს მშენებლობა ქალაქისთვის დამღუპველი იქნება. კიდევ ერთი ღია წერილი გაეგზავნება კომპანია „მარიოტს", რომელიც, წერილის ავტორების თქმით, აპირებს მონაწილეობა მიიღოს „პანორამა თბილისის" მშენებლობაში. წერილი კომპანიას ორშაბათს გაეგზავნება, მანამდე კი ონლაინ ხელმოწერები შეგროვდება.

კომენტარები