სავალდებულო სამხედრო სამსახური

თავდაცვის სამინისტრო ჯარში წვევამდელებს აღარ გაიწვევს

Facebook.com

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში წვევამდელებს აღარ გაიწვევს. ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა. 

"ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეირაღებულ ძალებს'', - განაცხადა ხიდაშელმა.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის მომდევნო მინისტრს სურვილის შემთხვევაში, მისი წინამორბედის ბრძანების გაუქმება შეეძლება. 

ცნობისთვის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნები. სწორედ ეს უწყებები ასახელებენ, რამდენი წვევამდელი სჭირდებათ. თინა ხიდაშელის დღევანდელი ბრძანების შემდეგ, სამხედროების სავალდებულო გაწვევის უფლებამოსილება შსს-ს, სუს-ს და სასჯელაღსრულების სამინისტროს დარჩება. 

კომენტარები