ტერორიზმი

ლიბანში მომხდარ აფეთქებებს მინიმუმ 5 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

ლიბანში მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად მინიმუმ 5 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა, ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიბიაში, სირიის საზღვართან მდებარე ქრისტიანულ სოფელში აიფეთქა თავი. დაშავებულთა შორის ლიბანის არმიის ჯარისკაცები არიან.

ჯერჯერობით. ცნობილი არ არის, ვინ ან რა იყო ტერორისტების სამიზნე.

Al-Manar TV-ის ცნობით ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ეკისრება. ეს არხი ლიბანურ, შიიტურ დაჯგუფება ჰეზბოლას ეკუთვნის, ე.წ. ისლამური სახელმწიფო კი სუნიტურია.

კომენტარები