დიდი და წმიდა კრება 2016

კრეტის კრება: ფუნდამენტალიზმის აფეთქება ავადმყოფური რელიგიურობის გამოვლინებაა

კრეტის კრება - 2016
holycouncil.org

კრეტაზე მართლმადიდებელთა ისტორიული კრება დასრულდა, რომელსაც, მოცემულ მომენტში, 10 მართლმადიდებელი ეკლესია "დიდ და წმიდა" კრებად მოიხსენიებს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სავალდებულოდ აცხადებს ყველა ეკლესიისთვის, ხოლო 4 - რუსეთის, ბულგარეთის, ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიები განსხვავებულ პოზიციაზე დგანან.

კრებამ ექვსი დოკუმენტი და ორი წერილი მიიღო. ერთი, უფრო ვრცელი - ენციკლიკა და მეორე, შედარებით მცირე, გზავნილი.

"ფუნდამენტალიზმის აფეთქება, რომელსაც ვაკვირდებით სხვადასხვა რელიგიებში, წარმოადგენს ავადმყოფური რელიგიურობის გამოვლინებას. ფხიზელ რელიგიათშორის დიალოგს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ურთიერთნდობის, მშვიდობისა და შერიგების განვითარებაში. რელიგიური გამოცდილების საწვავი უნდა გამოვიყენოთ ჭრილობების შესახორცებლად და არა სამხედრო კონფლიქტების ცეცხლის გასაღვივებლად. მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად გმობს რელიგიური უმცირესობების სამხედრო ძალადობას, დევნას, გამოძევებასა და მკვლელობას, გმობს ასევე აღმსარობლობის შეცვლის იძულებას, დევნილებით ვაჭრობას, ადამიანების გატაცებას, წამებასა და საშინელ სიკვდილით დასჯებს", - ნათქვამია კრების გზავნილში.

კომენტარები