რუსეთი

ალინა კაბაევას სანატორიუმთან ფოტოს გადაღებისთვის, მეცნიერს პატიმრობა მიუსაჯეს

0 კომენტარი
ფოტო: http://novosti-tchasa.com/

რუსეთის ოპოზიციური პარტიის ЯБЛОКО-ს ინფორმაციით, 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს მეცნიერ დიმიტრი გოლოვანოვს, რომელიც მეგობარ გოგონასთან ერთად, დივნომორსკოეს სანაპიროზე, გამაჯანსაღებელ კომპლექსთან - СТРЕЛА - დრონით "სელფის" გადაღებას ცდილობდა.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, СТРЕЛА, სადაც ელიტარული სანატორიუმი მდებარეობს, სპორტსმენ ალინა კაბაევას ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ მედიაში რამდენიმე წელია, იწერება კაბაევას და პუტინის სასიყვარულო კავშირებზე.

დიმიტრი გოლოვანოვი და მისი მეგობარი გოგონა სანაპიროზე სეირნობდნენ, როდესაც „სელფის" გადაღება გადაწყვიტეს. ამ დროს, გოლოვანოვი კერძო დაცვის კომპანიის წარმომადგენლებმა იმ მოტივით დააკავეს, რომ ადგილი, სადაც სურათის გადაღებას ცდილობდნენ, გასაიდუმლოებული ზონაა.

ამის შემდეგ, გოლოვანოვი გაასამართლეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. მისმა ადვოკატმა ვიდეოჩანაწერი მოითხოვა, რაზეც უარი განუცხადეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები