ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან და ევროსთან თითქმის 5 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის ოფიციალური შედეგებით, გაუფასურებამ დოლართან მიმართებით 4.9 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი, 4.7 თეთრი. 1 აშშ დოლარი 2.343 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო - 2.585 ლარი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის გაუფასურებას BREXIT-ს უკავშირებს. მისი თქმით, "ეს არის ერთჯერადი გავლენა, რომელიც მოხდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება და თავისთავად აისახა ჩვენ ვალუტაზე".

კომენტარები