ნარკოდანაშაული

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რაფიქ ა. თბილისში დააკავეს. დაკავებულის ჩხრეკისას 10,6786 გრამი ჰეროინი, 0,05316 გრამი მორფინი და 0,09058 გრამი კოდეინი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები