თბილისის ექვს რაიონს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. შეზღუდვა შეეხება სამგორის, ნაძალადევის, დიდუბის, გლდანის, საბურთალოს და ისნის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. 

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ქიზიყის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, სამღერეთის, ინტერნატის, ფილიას და წერონისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის, ახმეტელის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა, V მიკრორაიონების, ქერჩის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ქარელის, ლიხაურის, ბაკურიანის, ჭიათურის, კოსტავას, იოსელიანის, ახალშენის, ბალანჩივაძის, ბზვანელის, დოლიძის და ჩიქოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუჯირიშვილის, მთისძირის და უშაკოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები