საზოგადოებრივი აზრის კვლევა

GFK: 51,6%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

გერმანულ-ამერიკული კომპანია GFK-ს გამოკითხულთა 51.6% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევა GFK-მ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს დაკვეთით ჩაატარა.

კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, გამოკითხულთა 27.9%-მა უპასუხა, რომ სწორი მიმართულებით. კვლევაში მონაწილეთა 51.6% პასუხობს, რომ "არასწორი მიმართულებით“. 20.5%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

კვლევა პირდაპირი გამოკითხვის გზით 2016 წლის 7 ივნისიდან 22 ივნისამდე ჩატარდა და საქართველოს 2 200 მოქალაქე გამოიკითხა. გამოკითხულთა შერჩევა შემთხვევითობის პრინციპს ემყარებოდა. ცდომილების ზღვარი +-2.1%-ია. 

კომენტარები