საზოგადოებრივი აზრის კვლევა

GFK: გამოკითხულთა 38,9% ფიქრობს, რომ რ2-ის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია

0 კომენტარი

გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის - GFK - ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 85.6%-ს სმენია რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის შესახებ, ხოლო 14.4%-ს - არა.

ამასთან, კვლევაში მონაწილეთა 38.9% მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მედიის დამოუკიდებლობაზე შეტევას წარმოადგენს. 29.3% კი ფიქრობს, რომ ეს ორ მხარეს შორის არსებული კერძო დავაა. გამოკითხულთა 14.1% მიიჩნევს, რომ ჩამოთვლილთაგან ორივე შესაძლებელია.

GFK-მ კვლევა რუსთავი 2-ის დაკვეთით, 7-22 ივნისს ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა 2 200-მა ადამიანმა მიიღო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1%-ია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები