ტერორიზმი

თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

AA photo

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია დიარბაქირში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი პოლიციელი. აფეთქება სახელმწიფო საავადმყოფოს მახლობლად მაშინ მოხდა, როდესაც იქიდან ჯავშნიანი პოლიციის მანქანა გამოდიოდა.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ თურქ სამხედროებზე და სამართალდამცავებზე თავდასხმები გასული ივლისის შემდეგ გახშირდა, მას შემდეგ, როდესაც თურქეთსა და ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის არსებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2-წლიანი შეთანხმება დაირღვა.

ქურთისტანის მუშათა პარტიამ, რომელსაც ამერიკა და ევროკავშირი ტერორისტულ დაჯგუფებად იხსენიებს, ქურთისტანის ავტონომიის მოსაპოვებლად ბრძოლა რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო. კონფლიქტის პიკის - 1990 წლის შემდეგ, ბოლო თვეებში გახშირებული ძალადობა ყველაზე ინტენსიურია.

კომენტარები