Brexit

ევროპარლამენტი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას იწყებს

ევროპარლამენტმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ფორმალური პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტს მხარი 395-მა დეპუტატმა დაუჭირა, 200 წინააღმდეგი იყო, 71-მა კი თავი შეიკავა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კამერონთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბრიტანეთმა რაც შეიძლება, სწრაფად უნდა განმარტოს ქვეყნის პოზიცია ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით. კამერონის თქმით კი, ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დაწყებამდე, ბრიტანელებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ რა სახის ურთიერთობა სურთ ევროკავშირთან.

კომენტარები