აფეთქება სტამბოლში

MFA: სტამბოლის აფეთქებაში დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

kvira.ge

სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქულ მხარეზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში სულ მცირე ორი აფეთქება მოხდა და შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. მომხდარის შედეგად დაახლოებით დაიღუპა 10 ადამიანი, ხოლო სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ორივე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს.

კომენტარები