აფეთქება სტამბოლში

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა

Reuters

სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN თურქეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 60 კაცამდე გაიზარდა, მათ შორის 6 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში სულ მცირე ორი აფეთქება მოხდა და შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს.

Reuters-ის ინფორმაციით, ორივე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს.

კომენტარები