დიდი და წმიდა კრება 2016

კრება არ აღიარებს სამოქალაქო ქორწინებას და მას "თანაცხოვრებად" მოიხსენიებს

სამოქალაქო ქორწინება
sixsens-creacion.com

კრეტის კრებაზე, 10 ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის - "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" - მიხედვით, დადგინდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს სამოქალაქო ქორწინებას, ისევე როგორც სამოქალაქო კავშირებს, როგორც ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს, ისე სხვადასხვა სქესის მქონე პირებს შორის.  

"კანონის მიხედვით დარეგისტრირებულ სამოქალაქო ქორწინებას მამაკაცსა და ქალს შორის არ აქვს საკრამენტული ხასიათი და არის რა მხოლოდ თანაცხოვრება, დაკანონებული სახელმწიფოს მიერ, განსხვავდება ღვთისა და ეკლესიის მიერ კურთხეული ქორწინებისგან. ეკლესიის იმ წევრებს, რომლებიც დაქორწინდნენ სამოქალაქო წესით, უნდა მივუდგეთ სამწყსო პასუხისმგებლობით, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ქორწინების საიდუმლოს და მასთან დაკავშირებული კურთხევის ფასი გაიგონ.

ეკლესიას არ მიაჩნია დასაშვებად თავისი წევრებისთვის სამოქალაქო კავშირები, როგორც ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს, ისე სხვადასხვა სქესის მქონე პირებს შორის - ასევე თანაცხოვრების ყველა სხვა განსხვავებული ფორმა, გარდა ქორწინებისა. ეკლესია იჩენს ყველა შესაძლო სამწყსო ძალისხმევას, რომ მისმა წევრებმა, რომლებიც შედიან ამგვარ კავშირებში, მიაღწიონ ეკლესიის მიერ კურთხეულ სინანულის ჭეშმარიტ გაგებასა და სიყვარულს", - ნათქვამია კრების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში (ინგლისურად - რუსულად).

კომენტარები