ქართული ოცნების კვლევა

ქართული ოცნების კვლევა დღეს არ გამოქვეყნდება

ქართული ოცნების პრესსამსახური ჯერჯერობით არ აპირებს, გაასაჯაროოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის გამოქვეყნდება პარტიის შიდა კვლევა. აღსანიშნავია, რომ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა გუშინ, რუსთავი 2-თან საუბრისას თქვა, რომ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო შიდა კვლევის გამოქვეყნებას დღეს გეგმავს.

"ჩვენ პერიოდულად ვატარებთ შიდა კვლევებს და როდის გამოვაქვეყნებთ, ამას როგორც კი გადავწყვეტთ, შეგატყობინებთ აუცილებლად", - უთხრა პრესსამსახურმა ტაბულას. მათივე თქმით, კვლევის დღის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

პირველი რადიოს ცნობით, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ამბობს, რომ ინფორმაცია კვლევის დღეს გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, პარტია არ აპირებს არანაირი სოციოლოგიური კვლევის გამოქვეყნებას.

კომენტარები