აფეთქება სტამბოლში

სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა

Getty Images

სტამბოლის გუბერნატორის ცნობით, ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. დამატებით 239 ადამიანი კი დაშავებულია.

გუბერნატორის თქმით, გარდაცვლილთაგან 13 უცხოელია, მათ შორის, 3 ორმაგი მოქალაქეობის მქონე.

დაღუპულთაგან 13-ვე უცხოელის ეროვნება ცნობილია. ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულთა შორის, 5 საუდის არაბეთის მოქალაქეა, 1 ჩინეთის, 1 იორდანიის, 1 ტუნისის, 1 უზბეკეთის, 1 ირანის, 1 კი უკრაინის. ამასთან, საუდის არაბეთის წარმომადგენლების თქმით, მათი 7 მოქალაქე დაშავებულთა შორისაც იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ სამმა თავდამსხმელმა ტერმინალის გარეთ და შიგნით სროლა დაიწყო და მას შემდეგ, რაც პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა, თავი აიფეთქა.

პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის თქმით, წინასწარი გამოძიება აჩვენებს, რომ მომხდარის უკან ე.წ. ისლამური სახელმწიფო დგას. თუმცა, ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის აუღია.

კომენტარები