Brexit

EU: გადაადგილების თავისუფლების გარეშე ბრიტანეთს ბაზარზე ვერ დავუშვებთ

Reuters

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, თუ დიდ ბრიტანეთს სურს ევროკავშირის საერთო ბაზარზე დაუშვან, გადაადგილების თავისუფლებას უნდა დაეთანხმოს.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის დევიდ კამერონის თქმით, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლა მნიშვნელოვნად განაპირობა იმიგრაციასთან დაკავშირებით ბრიტანელების შეშფოთებებმა. მიმოსვლის თავისუფლება კი ამჟამად საერთო ბაზარზე დაშვების პირობაა.

ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტუსკმა თქვა, რომ ევროპულმა საბჭომ გაიზიარა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეხედულება, რომ ბრიტანეთი არჩევანის წინაშეა ერთიან ბაზარზე დაშვებასა და ევროპული მიგრაციის კონტროლს შორის.

"საერთო ბაზარზე დაშვებას სჭირდება თანხმობა ოთხივე თავისუფლებაზე - გადაადგილების თავისუფლების ჩათვლით. მხოლოდ საერთო ბაზრის რუკაზე დაშვება ვერ მოხდება", - თქვა ტუსკმა.

23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ისტორიული რეფერენდუმი ჩატარდა. მონაწილეთა უმრავლესობამ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლა აირჩია.

კომენტარები