30 ივნისს, თბილისის რვა რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

30 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის, ისნის, სამგორის, საბურთალოს, მთაწმინდის, დიდუბის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, შანდორ პეტეფის, კონსტანტინე ერისთავის, მარტყოფის, ალადაშვილის, ობსერვატორიის, შორაპნის, შირაქის, ცუცხვათის, გარე კახეთის, დოესის, აწყურის, ზინდისის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III, IIIა მიკრორაიონების და ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, ლიხაურის ჩიხის, შატილის, ძოწენიძის, გამრეკელის, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელის, ჟღენტის, პეტრე ქავთარაძის, ვიქტორ ნოზაძის, დოლიძის, ქარელის, პანკისის, ბალანჩივაძის, ზურაბ ქაფიანიძის, ბაკურიანის და გურამ ბზვანელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიქოძის, ლერმონტოვის, პაოლო იაშვილის და მაჩაბლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანერგის, ცინცაძის, სვანეთის და იმერეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, ჯავახიშვილის, დგებუაძის, პასტერის, ნინოშვილის და კლდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები