აფეთქება სტამბოლში

სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა

Getty Images

თურქეთში გლოვის დღეებია გამოცხადებული, ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა, 239 ადამიანი კი დაშავებულია.

გარდაცვლილთაგან 13 უცხოელია, მათ შორის, 5 საუდის არაბეთის მოქალაქეა, 2 ირანის, 1 ჩინეთის, 1 იორდანიის, 1 ტუნისის, 1 უზბეკეთის, 1 კი უკრაინის. ამასთან, საუდის არაბეთის წარმომადგენლების თქმით, მათი 7 მოქალაქე დაშავებულთა შორისაც იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ სამმა თავდამსხმელმა აეროპორტში ჯერ ტერმინალის გარეთ და შიგნით სროლა დაიწყო და მას შემდეგ, რაც პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა, თავი აიფეთქა.

თურქეთის პრემიერის ბინალი ილდირიმის თქმით, წინასწარი გამოძიება აჩვენებს, რომ მომხდარის უკან ე.წ. ისლამური სახელმწიფო დგას. თუმცა, ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის აუღია.

კომენტარები