ტერორიზმი

ქაბულში მომხდარ ტერაქტს მინიმუმ 30 ადამიანი ემსხვერპლა

AP

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის გარეუბანში 2 აფეთქებას მინიმუმ 30 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

Reuters-ის ცნობით, ტერორისტები 3 ავტობუსს დაესხნენ თავს, რომლებშიც პოლიციის აკადემიის კადეტები იმყოფებოდნენ.

ორივე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.

კომენტარები