GFK-ის კვლევა

ჯაფარიძე: რატომ ვდავობთ? რატომ ვაძლევთ სხვას იარაღს ხელში?

ტაბულა

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის წარმომადგენელი გია ჯაფარიძე რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შესახებ ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია ვინ ატარებს კვლევისთვის საველე სამუშაოებს და ვინ უკვეთავს კვლევას.

"მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის პოლიტიკური სპექტრი, ენდობა თუ არ ენდობა, კვლევები ყოველთვის აჩვენებს რაღაც ტრენდს, რაღაც ტენდენციას. ვინ ატარებს საველე სამუშაოს და დამკვეთი ვინ არის, ეს არის ორი ძირითადი კითხვა რაც კვლევებთან დაკავშირებით შეიძლება ისმოდეს. ზოგადად ეს არ არის სწორი. ამას 10 წლის მანძილზე აკეთებდა უპასუხისმგებლო ოპოზიცია - ვენდობით, არ ვენდობით. არჩევნები ჩატარდება 8 ოქტომბერს და გამოჩნდება ეს ყველაფერი. აცდენები არ არის ახალი. საქართველოშიც და ევროპაშიც ისეთი აცდენები გვინახავს. ბრექსითზე აცდა გამოკითხვები.ზოგადად არ მგონია სწორი, რომ საკითხი ასე დაისვას. ამითი რას ვიგებთ ვერ ვხვდები. საბოლოო ჯამში, ეს საერთოდ სხვა წისქვილზე ასხამს წყალს. რატომ ვდავობთ ამაზე. რატომ ვაძლევთ იმათ ამ იარაღს ხელში. არ მგონია სწორი რომ ის ფლანგი გავაძლიეროთ. "- ამბობს ჯაფარიძე ტაბულასთან საუბარში.

ჯაფარიძის თქმით, ახალი პოლიტიკური გირჩი მასშტაბური კვლევების ჩატარებას ვერ ახერხებს თუმცა მათი ინფორმაციით, 3%-იანი რეიტინგი აქვთ. GFK-ის კვლევის მიხედვით კი, ამ პოლიტიკურ გუნდს მხარს მხოლოდ 0.3% უჭერს მხარს.

რუსთავი 2-ის დაკვეთით GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ეჭვ ქვეშ, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დააყენა. ჯაფარიძის  თქმით, თუ რუსთავი 2 გაასაჯაროებდა თუ ვინ ჩაატარა საველე სამუშოები, ეს კვლევის შედეგების სანდოობის მიმართ კითხვებს გააჩენდა.

გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის - GFK - ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, "თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?", გამოკითხულთა 22.4% პასუხობს, რომ ქართულ ოცნებას. 21.7% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს, 7.8% - პაატა ბურჭულაძის პარტიას "სახელმწიფო ხალხს", ხოლო 6.2% - თავისუფალ დემოკრატებს.არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ლეიბორისტულ პარტიას გამოკითხულთა 2.8% მისცემდა ხმას, პატრიოტთა ალიანსს - 2.2%,
ნინო ბურჯანაძის პარტიას - 1.6 %, რესპუბლიკურ პარტიას - 0.6 %, ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე - 0.5 %, პოლიტიკური ცენტრი - გირჩი 0.3 %.

კომენტარები