დღეს, თბილისის ოთხ რაიონს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, ელექტროენერგია შეეზღუდება ვაკის, სამგორის, ისნის და საბურთალოს რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

ვაკის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, აბულაძის, ყიფშიძის და ჩხიკვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ორხევის დასახლების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, გეთიას, საინგილოს, ბეთანიის, მარტყოფის, თეძამის და ბზიფის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, სოფელ ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, მხატვრების დასახლების, ფერმწერთა და ვარაზის ქუჩების, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, სოფელ დიღმის, პეტრე იბერის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ცაგარელის, მიცკევიჩის, შმიდტის, გაგარინის, შარტავას, ჩერქეზიშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, სახოკიას, არდაზიანის, ქანთარიას და არშბას ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები