ვარშალომიძის ჩამოსვლა

ლევან ვარშალომიძის ჩამოსვლისას ინციდენტი მოხდა და ერთი ადამიანი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: geonews.ge

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე საქართველოში ჩამოვიდა. ვარშალომიძეს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან მხარდამჭერებთან ერთად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც, დახვდნენ. სარფში მცირე ინციდენტიც მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით ერთერთმა უკმაყოფილო მოქალაქემ ლევან ვარშალომიძისათვს ფეხსაცმლის სროლა სცადა, თუმცა მას პოლიციამ ამის უფლება არ მისცა და ადმინისტრაციულკი წესით, წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა.

ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. საზღავრზე გადმოსვლამდე ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვარშალომიძე ამბობს, რომ მისი ჩამოსთვის ერთერთი მიზანი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვაა. 

"ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ფაქტი ერთია 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ თითქმის ორი წელი მე ბათუმში ვიყავი და ეს დაბარებები [დაკითხვაზე] გარკვეულწილად შოუს ემსახურებოდა. მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ ყველა კითხვაზე ჩვენს გვაქვს პასუხი. იმიტომ, რომ რასაც გვედავებიან ერთია, მაგრამ რაც გავაკეთეთ ეს ნათლად ჩანს ქალაქ ბათუმში. დაბრუნების მიზანი ერთერთი არის ის, რომ ჩავერთო წინასაარჩევნო კამპანიაში, ჩავუდგე სათავეში ჩემს გუნდს და ჩვენს გუნდთან ერთად მოვიდეთ და ხალხთან ერთად დავასრულოთ ყველა ის დანაპირები , რომელიც ჩვენ გვქონდა. ახლა გვაქვს ყველაზე დიდი შანსი, რომ 2016 წლის 9 ოქტომბრიდან ეს შანსი გამოვიყენოთ და ყველა ის წარმატებული პროექტი დავძრათ ადგილიდან. ფაქტიურად მთელი აჭარა უპატრონოდაა. უპატრონობას გრძნობს ადამიანი ყველა დარგში. იმიტომ, რომ ყველაფერი შეჩერდა. არ შეიძლება, რომ ყველაფერი ასე ერთდროულად გაჩერდეს."- ამბობს ვარშალომიძე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები