არჩევნები 2016

მოხალისეებმა მრგვალ ბაღში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

მრგვალ ბაღში, ენმ-ის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას შტაბის მოხალისეების ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. აქციის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ამერიკულ კულტურას, დაეგემოვნებინათ ამერიკული საკვები და საღამო სასიამოვნო გარემოში გაეტარებინათ. შეკრებილი მოქალაქეებმა ხაზი გაუსვეს ამერიკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას საქართველოსა და თავისუფალი სამყაროსთვის. აქციაზე შესრულდა საქართველოსა და ამერიკის სახელმწიფო ჰიმნი.

"ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, დამოუკიდებლობის დღე არის სიმბოლო, რომელიც აღნიშნავს იმ საერთო ფასეულობებს, რაზეც ცივილიზებული სამყარო დგას. ეს ფუნდამენტური ღირებულებები საქართველოს თავისუფლების დაცვისთვის, ქართული დემოკრატიისა და სახელწიფოს მშვიდობიანი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია", - განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

კომენტარები