ზაზა ფაჩულია

ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტ უორიორსში გადადის

Getty Images

ამერიკული პრესის ცნობით, საქართველოს ნაკრების ცენტრი ზაზა ფაჩულია კარიერას გოლდენ სტეიტ უორიორსში გააგრძელებს.

მათი ცნობით, 32 წლის ცენტრმა NBA-ს 2015 წლის ჩემპიონსა და უკანასკნელი სეზონის ფინალისტთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფაჩულია ამ ერთ სეზონში 2,9 მილიონ დოლარს მიიღებს.

ამას გარდა, გუშინვე გოლდენ სტეიტმა 2014 წლის NBA-ს საუკეთესო კალათბურთელი კევინ დურანტიც გაიფორმა.

ზაზამ გასული სეზონი დალას მავერიკსში გაატარა, რომელსაც ის 2015 წელს შეუერთდა და გასული სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

კომენტარები