ერთნაირსქესიანთა ქორწინება

ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე ერთი სარეფერენდუმო შეკითხვა გაუქმდა, მეორე - დარჩა

ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ სარეფერენდუმო შეკითხვა - „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?". თუმცა, ცესკოში ისევ რეგისტრირებულია შეკითხვა - "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?". ამ კითხვის რეფერენდუმზე გასატანად საინიციატივო ჯგუფმა (ალექსანდრე ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე, ზვიად ტომარაძე) სექტემბრის შუა რიცხვებამდე 200 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვოს.

ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ საინიციატივო ჯგუფს კი, (ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი და დავით კუჭავა) ხელმოწერები 30 ივნისის ჩათვლით უნდა წარედგინა, თუმცა ცესკოს განცხადებით, "ინიციატორებს შეჯამებული მონაცემები ხელმოწერების შეგროვების შედეგების შესახებ და ხელმოწერების ფურცლები ცესკოში არ წარმოუდგენიათ".

ცესკოს განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, ორი დღის ვადაში. 

კომენტარები