რამაზან-ბაირამი

ქართული ოცნება მუსლიმებს წმინდა რამაზანის დღესასწაულს ულოცავს

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამაზანის დღესასწაულს ულოცავს.

„ვულოცავთ ჩვენ მუსულმან თანამემამულეებს წმინდა რამაზანის დღესასწაულს. ეს დღე სრულიად განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია თითოეული მუსლიმანისთვის. ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ - დიდი კულტურა და ისტორია გვაქვს თანაცხოვრების. ვუერთდებით თქვენს რელიგიურ სიხარულს. დარწმუნებულები ვართ, ყველა ერთად, ტოლერანტობითა და სიყვარულით, ვიცხოვრებთ ერთიან და ძლიერ საქართველოში" - ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში.

კომენტარები