ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

პუშკოვი: წერეთლის არ არჩევა ევროპაში ანტირუსული ძალების მარცხია

novayagazeta-ug.ru

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ალექსეი პუშკოვის თქმით, ავსტრიელი სოციალისტის, კრისტინა მუტონენის გამარჯვება გიგი წერეთელზე არის ზომიერი ევროპის გამარჯვება ევროპის ანტირუსულ, აგრესიულ ნაწილზე.

"ავსტრიელი სოციალისტის მუტონენის გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის პარტიის კანდიდატზე, გიგი წერეთელზე - ესაა ზომიერი ევროპის გამარჯვება ანტირუსულ აგრესიულ ნაწილზე. ეს, ასევე, გამარჯვებაა რუსეთის იზოლაციის კურსზე, რომლის გატარებასაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასა და სხვა ფორმატებშიც ამერიკისა და კანადის დელეგაციები ცდილობენ," - თქვა პუშკოვმა.

დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ალექსეი პუშკოვის თქმითვე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამართული კენჭისყრა რუსეთის საკითხთან დაკავშირებით ევროპაში არსებულ დაპირისპირებაზე მეტყველებს.

"ეს აჩვენებს, რომ ევროპაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ძალიან ძლიერი ტენდენცია: ერთი - დიალოგისა და თანამშრომლობის, მეორე - ოპოზიციონირებისა და ე.წ. რუსეთის შეკავების. ჩემი აზრით, პირველი ტენდენცია ახლა შესუსტებულია, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერდება, ვიდრე მეორე," - თქვა პუშკოვმა.

მან ასევე, პოზიტიურად შეაფასა ის ფაქტი, რომ მუტონენი წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც NATO-ს წევრი არაა.

ცნობისათვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად კრისტინა მუტონენი აირჩიეს. მეორე ტურში გიგი წერეთელს 73-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, ხოლო მუტონენს - 86-მა. გიგი წერეთელი საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად რჩება.

კომენტარები