9+1

მთავრობა "9+1"-ის გადამღებ კომპანიას ერთი თვით 15 სამხედრო პერანგს გადასცემს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს ლე ხაინდრაო პროდაქშენს თავდაცვის სამინისტრო ერთი თვის ვადით სამხედრო მოსამსახურის 15 ცალ მოკლემკლავიან პერანგს გადასცემს. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 23 ივნისს გამოსცა. ცნობისთვის, შპს ლე ხაინდრაო პროდაქშენი წინა ხელისუფლების მმართველობაზე სერიალს იღებს.

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "კ" ქვეპუნქტის თანახმად, შპს "ლე ხაინდრაო პროდაქშენის" მიერ მრავალსერიანი მხატვრული ფილმის 9+1-ის გადაღების მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს "ლე ხაინდრაო პროდაქშენისთვის" ერთი თვის ვადით, სამხედრო მოსამსახურის 15 ცალი მოკლემკლავიანი პერანგით უზრუნველყოფა", - ნათქვამია პრემიერმინისტრის განკარგულებაში.

ცნობისთვის, ლე ხაინდრაო პროდაქშენის წილის 33%-ს სერიალ "9+1"-ის რეჟისორი გოგა ხაინდრავა ფლობს, 33%-ს - გორგასლან ხაინდრავა, ხოლო 34%-ს - ლევან ხაინდრავა.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიან მმართველობაზე 200-სერიანი მხატვრული ფილმის გადაღება ერთი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა. გოგა ხაინდრავას სერიალის გადასაღებ მოედნად მთავრობამ ათონელის რეზიდენცია საიდუმლო კონტრაქტით გადასცა.

 

კომენტარები