ჯონ კერის ვიზიტი

კვირიკაშვილი: კერის ვიზიტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასტურია

საქართველოს მთავრობა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ საქართველო დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა. უკრაინის შემდეგ კერი პოლონეთს ეწვევა და NATO-ს ვარშავის სამიტს დაესწრება.

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი ვარშავის სამიტის წინ შედგა. პრემიერის თქმით, კერის ვიზიტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასტურია.

"ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი. ჩვენ გვქონდა ძალიან სასარგებლო დიალოგი გუშინ და ეს ვიზიტი დასრულდა ხელშესახები, ძალიან კონკრეტლი შედეგებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ითქვას, რომ კერის ვიზიტი არის დადასტურება ძლიერი მხარდაჭერის და მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა NATO-ს ვარშავის სამიტის წინ. ეს კიდევ ერთხელ არის დადასტურება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის. შედეეგები, რომლებზეც მოგახსენეთ არის მემორანდუმი სამხედრო და უსაფრთოხების საკითხებში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, რაც ახალ ჩარჩოს ქმნის ამ მიმართულებით. ეს არის მემორანდუმი ასევე განათლების თაობაზე. ეს მემორანდუმი აორმაგებს იმ ქართველი სტუდენტების რაოდენობას, რომელთაც ექნებათ საშუალება აშშ-ში მიიღონ განათლება. პროგრამა ხორციელდება USAID-ის დაფინანსებით. ეს არის ფოკუსირებული კონკრეტულად საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დასახლებებში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებაზე,რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში, 2000 სამუშაო ადგილი შეიქმნება და, საერთო ჯამში, 11000 ოჯახს შეეხება. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი შედეგები, რომლითაც ეს ვიზიტი დასრულდა და მინდა მოგილოცოთ ყველას ეს ძალიან კარგი შედეგი", - ამბობს კვირიკაშვილი.

კომენტარები