ვარშავის სამიტი

კვირიკაშვილი: ვარშავის სამიტზე საქართველო არსებითი პაკეტის გაფართოებას ელის

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი NATO-ს ვარშავის სამიტს გამოეხმაურა, რომელიც ხვალ იხსნება. პრემიერმინისტრის თქმით, ხვალინდელ ვარშავის სამიტზე საქართველო არსებითი პაკეტის კიდევ უფრო გაფართოებას და იმის დადასტურებას ელის, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი, ძალაში რჩება.

"მოგეხსენებათ, რომ ხვალ იხსნება ნატოს ვარშავის სამიტი. ამ სამიტზე საქართველო ელოდება კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი და, რა თქმა უნდა, ასევე დადასტურებას იმ პროგრესის, რომელსაც საქართველომ ამ კუთხით მიაღწია, როგორც სამხედრო რეფორმით და NATO-სთან სამხედრო შენაერთების თავსებადობის კუთხით, ასევე დემოკრატიის განვითარების კუთხით ქვეყანაში, რაც ვფიქრობთ, რომ ასევე მნიშვნელოვანია და ასევე კიდევ ერთხელ დადასტურებას 2015 წლის მინისტერიალის გადაწყვეტილების, რომ საქართველოს გააჩნია ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გაწევრიანდეს NATO-ში. ვარშავის სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენთვის და ვფიქრობთ, რომ ამ სამიტის შედეგად საქართველოს არსებითი პაკეტი NATO-სთან კიდევ უფრო გაფართოვდება, რის შედეგადაც საქართველოში უსაფრთხოება იქნება კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანილი და საქართველო იქნება კიდევ უფრო მეტად დაცული", - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები