სტიქია დასავლეთ საქართველოში

ძლიერმა წვიმამ აჭარა და იმერეთი დააზარალა

აჭარის ტელევიზია

დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში სტიქიაა. ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. მოსახლეობა შექმნილ პრობლემებს სანიაღვრე სისტემის გაუმართაობას უკავშირებს.

ანალოგიური ვითარებაა იმერეთშიც. სტიქიის შედეგად ვანში სახნავ-სათესი სავარგულები, საცხოვრებელი სახლები და სარდაფები დაიტბორა. გზების დაზიანების გამო კი ათობით ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ამინდი ხვალიდან გაუმჯობესდება.

 

კომენტარები