ვარშავის სამიტი

ვარშავის სამიტი: გიორგი მარგველაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

NATO

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვარშავის სამიტის ფარგლებში NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც იმსჯელეს და ყურადღება გაამახვილეს იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას.

გარდა ამისა, მხარეებმა საქართველო - NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხებიც განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის და აღინიშნა, რომ საქართველო საკუთარი ვალდებულებების ერთგული რჩება და როგორც NATO-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონტრიბუტორ ქვეყანას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ კეთილდღეობაში.

კომენტარები