NATO-ს ვარშავის სამიტი

NATO საქართველოზე: არჩევნები მორიგი უმთავრესი ნაბიჯია

NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა ვარშავის სამიტზე ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს, რომელშიც იმ ძირითად გამოწვევებსა და მიზნებზეა საუბარია, რომელიც ალიანსის წინაშე დგას. 139 პუნქტიან ტექსტში სამი პუნქტი საქართველოსთან ურთიერთობას ეხება. კომუნიკეში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაა ხაზგასმული. 

"2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი MAP-ის, როგორც ამ პროცესის ინტეგრალური ნაწილის დახმარებით. დღეს, ჩვენ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილებას და ასევე მომდევნო წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებსაც. ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ 2008 წლის შემდეგ მიაღწია. NATO-საქართველოს პარტნიორობა ყველა ის ინსტრუმენტი გააჩნია, რაც NATO-ს წევრობისთვისაა საჭირო. ამ წლის საპარლამენტო არჩევნები მორიგი უმთავრესი ნაბიჯია დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციისთვის." - წერია კომუნიკეში. 

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ესწრებიან. 

კომენტარები