ჩოგბურთი

ბოლქვაძე უიმბლდონის ფინალში გავიდა, მაგრამ მეწყვილესთან ერთად დამარცხდა

მარიამ ბოლქვაძე
BBC

18 წლის მარიამ ბოლქვაძე, უიმბლდონის გოგონათა ტურნირის წყვილთა ფინალში გავიდა, თუმცა, ამერიკელ მეწყვილე მაკნელისთან ერთად 6:2, 6:3 დამარცხდა.

ამერიკულ წყვილთან, არკონდა-ლიუსთან წაგებამდე, ნახევარფინალში, მეწყვილესთან ერთად, ბოლქვაძემ სლოვენიურ-პოლონური წყვილი ორ სეტში 6:1, 6:3 დაამარცხა.

ალექსანდრე მეტრეველის შემდეგ, მარიამ ბოლქვაძე პირველი ქართველია, რომელმაც უიმბლდონის ფინალში ითამაშა.

ფინალური ტურნირი, დღეს, 10 ივლისს, თბილისის დროით 15:30-ზე დაიწყო.

კომენტარები