ვარშავის სამიტი

ობამა: NATO დაეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში

ბარაკ ობამა
nbcnews.com

NATO-ს ვარშავის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ალიანსის პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს NATO თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება.

"ჩვენ ვაძლიერებთ ძალისხმევას NATO-ს სამხრეთ ფლანგთან. ალიანსი გაზრდის თავის მხარდაჭერას ევროკავშირის მიმართ, ხმელთაშუა ზღვის სამხედრო-საზღვაო ოპერაციებში, იმისთვის, რომ შეაჩეროს იარაღით მოვაჭრეები და ამის შემდეგ კრიმინალები, რომლებიც სასოწარკვეთილი მიგრანტების ექსპლუატირებას ეწევიან.

ვაპირებთ უფრო მეტის გაკეთებას, იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს ჩრდილოეთ აფრიკიდან, ახლო აღმოსავლეთამდე და საქართველომდე თავდაცვისუნარანიანობის განმტკიცებაში", - თქვამ ობამამ.

კომენტარები